ჩვენ შესახებ
პალატი ჰოლდინგი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია მშენებლობის ხარისხზე. ჩვენი პროექტები ხორციელდება ევროპული ხარისხის სერტიფიცირებული საშენი მასალებით, რაც გარანტიას იძლევა მის სიმყარესა და უსაფრთხოებაზე.
ჩვენს მაცხოვრებლებს უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებთან ერთად ვთავაზობთ სივრცეებს, სადაც შეეძლებათ მეგობრებთან, ახლობლებთან და მეზობლებთან ერთად განიტვირთონ და დააგროვონ არერთი ტკბილი მოგონება
ჩვენი მიზნები
შევქმნათ განსხვავებული საცხოვრებელი გარემო;
ჩვენს მაცხოვრებლებს ხარისხთან, კომფორტთან და უსაფრთხოებასთან ერთად შევთავაზოთ უფრო მეტი სივრცე ურთიერთობისთვის;
შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული გარემო;
დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები სამშენებლო სექტორში;
დავამკვიდროთ ბაზარზე ხარისხის მაღალი სტანდარტი;
ვუზრუნველვყოთ მაცხოვრებლებთან მაქსიმალური კომუნიკაცია და მათი ინფორმირება მშენებლობის თითოეულ ეტაპზე;
ვიყოთ ორიეტირებულები მომხმარებლის ინტერესბზე;
ვიმეგობროთ და შევთავაზოთ განსხვავებული საცხოვრებელი სივრცე ჩვენს მომხმარებლებს;
ჩვენი მისიაა პალატი ჰოლდინგის მაცხოვრებლებს დავუბრუნოთ ის დაკარგული ადამიანური ურთიერთობები, რომლებითაც ცნობილი და მდიდარი იყო ჩვენი ქალაქი - თბილისი, მე-20 საუკუნის დასაწყისში.

ჩვენი მისია
მეტი ხალისი, სიმღერა და ურთიერთობა მოიტანეს, ვიდრე მანამდე იყო. წითელმა დამპყრობელმა კი ჯერ შიში და ადამიანებს შორის უნდობლობა დათესა, შემდეგ კი თითოეული ოჯახი დააცალცალკევა და პანელური კორპუსების ბინებში გამოკეტა, ასე ხომ უფრო ადვილი იყო ერთიანობის დარღვევა და შემდგომ მათი მართვა. მაგრამ გავიდა დრო და ამ ქალაქის მაცხოვრებლებმა ერთმანეთთან ურთიერთობების დაბრუნება დაიწყეს, თუმცა, საამისოდ საურთიერთობო სივრცეები თურმე აღარ ყოფილა, სწორედ ამან მოგვცა მოტივაცია და გაგვიჩინა მისია რომ დაკარგულის დაბრუნება დაგვეწყო და შეგვექმნა სივრცეები ურთიერთობებისათვის. თბილისი ხომ ურთიერთობაა!

ჩვენი ღირებულებები
ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულებაა ადამიანისთვის კომფორტული, ეკოლოგიური და უსაფრთხო გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ ვიყენებთ ევროპული ხარისხის სერტიფიცირებულ სამშენებლო მასალებს და ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის დახმარებით მყარ, უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებთან ერთად ვქმნით სივრცეებს, რომლებიც ჩვენს მაცხოვრებლებს აძლევს საშუალებას უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ხელშესახებად, რეალურ ცხოვრებაში შეიგრძნონ თანამედროვე, ვირტუალურ სამყრაროში ჩაკარგული ადამიანური ურთიერთობები და გაიხალისონ ყოველდღიურობა. ჩვენი ღირებულებაა მაცხოვრებლების ნდობა, რომელსაც არცერთი „დღევანდელი კვერცხის“ ფასად არ ვუღალატებთ